guriis mxare  
  
 
 
 
 
lanCxuTis municipaliteti - jixeTis monsateri, sameba-jixeTis monasteri
სოფელი და მონასტერი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, იხეთის მონასტერი). მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 250 მ. ლანჩხუთიდან 12 კმ., ნიგოითიდან 3 კმ. ჯიხეთის მონასტერი XIX საუკუნის კომპლექსური ძეგლია და მოიცავს ორ ტაძარს, სამრეკლოს, წყაროს, სამწირველოს, გალავანს. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. იხეთის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება არ შეწყვეტილა საბჭოთა პერიოდშიც, ამიტომ მონასტერი სოფლად იყო აღრიცხული. ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს - მონასტერში იმართება დღესასწაული - ჯიხეთობა.

mdebareoba

ჯიხეთის მონასტერი მდებარეობს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ნიგოითის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მ. ლანჩხუთიდან 12 კმ, ნიგოითიდან 3 კმ, ავტომაგისტრალიდან 6 კმ.

legenda

ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა. ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი.

istoria

სავარაუდოდ ჯიხეთის მთაზე ერთ დროს ციხე იყო აღმართული, რადგან „ჯიხა“ ზანურად ციხეს ნიშნავს. ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმ  მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი. 1893 წელს მონასტერი დააყაჩაღეს, მღვდელი კი დაჭრეს. ელენა იყო მონასტრის წინამძღვარი 1896 წლიდან 1914 წლამდე.

მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობას. მონასტრის ისტორიული წყაროების მიხედვით ჯიხეთის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ათონის  იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. 1914 წლიდან მონასტრის წინამძღვარი იყო ანასტასია.

1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. 2002 წელს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების ტაძარი. ეზოში მოწყობილის სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება („იორდანეს წყარო“). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს.

mosaxleoba

ჯიხეთის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება არ შეწყვეტილა საბჭოთა პერიოდშიც, ამიტომ მონასტერი სოფლად იყო აღრიცხული. სოფლის მოსახლეობად მხოლოდ მონასტერში მუდმივად მცხოვრები პირები არიან აღრიცხულნი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 9
2014 21

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები 42°04`09` ჩ. გ. 42°09`22` ა. გ.
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეული
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი დედათა მონასტერი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჯუმათის საეპისკოპოსო
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია
თარიღდება 1896

foto galerea